
2015 წლის 27 მაისს ქალთა საინფორმაციო ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გამართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ფორუმის თემა იყო ”ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე” გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სამოქმედო გეგმის განხორციელების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ რობიტაშვილმა გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.
ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელის, თამარ თავართქილაძის ფასილიტაციით წარიმართა პანელ-დისკუსია. დისკუსიის თემები იყო გაეროს უშიშროების საბჭოს 1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების განსახორციელებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ეფექტურად შესრულებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არსებული დაკვირვებები, ხარვეზები და შემოთავაზებული წინადადებები გეგმის ეფექტიანად შესრულების თაობაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენელმა, იულია ხარაშვილმა ისაუბრა 1325 რეზოლუციის გლობალური კვლევის ანგარიშზე.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014–2015 წლებისთვის) საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოში ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლობის შესახებ.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი რეგულარულად ატარებს მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რათა მუდმივად ხდებოდეს ინფორმაციის გაცვლა და რეკომენდაციების მიწოდება საკოორდინაციო ჯგუფის წევრებისათვის.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















