
28 მაისს ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კავკასიის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში, საჯარო ლექციები გენდერული თანასწორობის თემატიკით, აქტუალურ საკითხებზე წარიმართება.
მსგავსი სახის მემორანდუმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას კახა შენგელიაც. უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ეს უნიკალური შესაძლებლობაა სტუდენტებისათვის პროფესიული პრაქტიკისა და გენდერული კუთხით, ცნობიერების ამაღლებისათვის.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეორე ლექციაც შედგა. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ჩაატარა ლექცია თემაზე: ფემიციდი ანუ ქალთა მკვლელობები.
პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მშვიდობისა და განვითარებისათვის ქალების გაძლიერებას ეხება. მსგავსი სახის თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება თბილისსა და რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებშიც იგეგმება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















