ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ვიზიტი თეთრიწყაროს დევნილთა ჩასახლებაში
2015-06-02 00:00:00

29 მაისს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები თეთრიწყაროში მცხოვრებ დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, მათ ახლდათ გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურისტიც ინგა ჯანიაშვილი. ვიზიტის მიზანი დევნილთა მდგომარეობის შესწავლა და შემდგომში ამ პრობლემების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წარსადგენად მომზადება იყო.

უახლოეს მომავალში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარდება მორიგი ერთი ფანჯრის პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა, რომელზედაც განიხილება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ თეთრიწყაროში, დევნილთა რეაბილიტირებულ შენობაში მცხოვრები და წინწყაროს თემში მცხოვრები დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემური საკითხები.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner