ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
"შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო" – ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამოსვლა
2015-06-03 00:00:00

2015 წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო" სადაც ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კავკასიიდან, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან.

თავდაპირველად კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი თვლის, რომ საფრთხეები, რომლებიც გარემოსდაცვით პროცესებს უკავშირდება აერთიანებს კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს.

პანელ–დისკუსიის მონაწილემ - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა გენდერულ საკითხებზე კონფლიქტის რეგიონში და ასევე შეეხო დევნილების მდგომარეობას.

საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩეჩნების მიმართ იმ დანაშაულობებზე, რომლებიც ჩადენილი იყო ჩეჩნეთის ბოლო ორ ომში.

კონფერენციის მიზანია შეიარაღებულ კონფლიქტებსა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების, პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა.

კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო" -სა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ქსელი დედამიწის მეგობრები ევროპის" (FoEE) ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მხარდამჭერია „ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისთვის" (WECF)

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner