
2015 წლის 2 ივნისს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის პრორექტორმა მარინა ქარჩავამ და ორგანიზაციის დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში გენდერის თემაზე სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები და გასვლითი ტრენინგებიც გაიმართება.
ტრენინგებზე შეირჩევა რამდენიმე აქტიური სტუდენტი, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-პორტალზე დასაქმდებიან და ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. ორგანიზაცია ასევე გეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას და ამ პროცესში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტის ჩართვას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















