
2014 წლის 3 ივნისს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა (ქსც) და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დღეს ქსც–ს დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ სტუდენტებისთვის გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდზე საჯარო ლექცია წაიკითხა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ტრენინგი ყველაზე აქტიური სტუდენტისთვის, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებ-პორტალზე დასაქმდებიან და ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან. ორგანიზაცია ასევე გეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას და ამ პროცესში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტის ჩართვას.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















