ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
სემინართა ციკლი „შექმენი მეტი მუსიკა"
2015-06-08 00:00:00

2015 წლის ივნისის თვეში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა შვედურ არასამთავრობო ორგანიზაცია ArtEast–სთან ერთად თანამშრომლობით გამართა სემინართა ციკლი „შექმენი მეტი მუსიკა“.

სემინარი მიზნად ისახავს წაახალისოს და შთააგონოს გოგონები და ქალები, რათა მათ წერონ და შეასრულონ მუსიკა. სემინარი მონაწილეებს ეხმარება აიმაღლონ ხმა და თვითშეფასება და ამასთანავე იპოვონ გამოხატვის საშუალება სხვადასხვა მუსიკალურ კონტექსტში.

”შექმენი მეტი მუსიკა” არის საშუალება, მიეცეს ქალებს და გოგონებს მეტი სივრცე, სადაც საკუთარი თავის, როგორც მუსიკოსების იდენტიფიცირებას მოახდენენ. უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო ყველა მონაწილეს წაახალისებს იყვნენ აქტიურები და გამოხატონ საკუთარი თავი.

სემინარი ცდილობს გააძლიეროს მონაწილეები, რათა მათ გადალახონ ისეთი ბარიერები, როგორიცაა სოციალური ნორმები და მოლოდინები გენდერული თვალსაზრისით, რომლებიც ძალიან ხშირად ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს მუსიკის შექმნაში.

სემინარი ორი ნაწილისაგან და კონცერტისგან შედგება. ის განკუთვნილია განსაზღვრული ასაკის ქალებისთვის, მიუხედავად იმისა, დამწყებია ის თუ პროფესიონალი მუსიკოსი.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner