ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი 15 წლისაა
2015-06-09 00:00:00

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი წელს 15 წლის გახდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად 5 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ორგანიზაციამ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

მიღებაზე მოწვეული იყვნენ საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას, ორგანიზაციის დონორებმა, პარტნიორებმა და მეგობრებმა ისაუბრეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმატებული აქტივობების, დასახული მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო WIC-ელის წოდება მიენიჭა ორგანიზაციის შვიდ ყოფილ თანამშრომელს.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდი მადლობას უხდის ყველა პატრნიორს, მეგობარს, ბენეფიციარსა და გულშემატკივარს თხუტმეტი წლის განმავლობაში გამოჩენილი სიყვარულისა და ერთგულებისთვის.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner