ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა როლი კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში
2015-06-10 00:00:00

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაია გრძლიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ქალთა როლი კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“ რომელიც 5-6 ივნისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.

კონფერენციის მთავარი თემები იყო მსოფლიო 2014 წლიდან: ომები, კონფლიქტები და არამყარი მშვიდობა და მათი გავლენა ქალებზე; ქალის როლი უსაფრთხოების სექტორში - მითუ თ რეალობა. სამშვიდობო ძალები, ურბანულ მხარეში მობილიზებული არმია და ქალები გაეროს რეზოლუცია 1325-ს განხორციელების პროცესში.

დისკუსია ასევე ეხებოდა საკითხს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი იმისათვის, რომ რეზოლუცია პრაკტიკაში მოვიყვანოთ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ქალის როლი სამშვიდობო პროცესებში, მოლაპარაკებების გზითა და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში.

კონფერენციის პარალელურად, გაიმართა ასევე „ახალგაზრდა ქალები კავკასიაში მშვიდობისთვის“ დაჯილდოების ცერემონიაც ერევნის ბიზნეს ცენტრის „პლაზა ერებუნში“.

ახალგაზრდა ქალების სამშვიდობო პრიზი კავკასიაში დაარსდა ახალგაზრდა ქალების განსაკუთრებული როლისა და ლიდერული თვისებების ხაზგასასმელად მშვიდობის მშნებლობის, სათემო გაძლიერების, კონფლიქტების არიდებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner