
იქნება, თუ არა პარლამენტში 25%-იანი ქალთა წარმომადგენლობა, დღეს არსებული 11.3%-ის ნაცვლად, სწორედ ამას გულისხმობს ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 10 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე შევიდა.
სამუშაო ჯგუფის – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანეს, რომელიც პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს.
რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეიტანილი საკანონმდებო ინიციატივა განსახილბველად, რომელიმე საპარლამენტო კომიტეტს გადაეცემა. სწორედ ეს კონკრეტული კომიტეტი გადაწყვეტს, იქცევა თუ არა არასამთავრობოების წინადადება კანონპროექტად და დაიწყება თუ არა საპარლამენტო განხილვები.
სამუშაო ჯგუფი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისათვის საქართველოში“ 2014 წლის თებერვალში, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის მხარდაჭერით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ჯგუფი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
ჯგუფი მუდმივად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე და მის შემადგენლობაში შედიან როგორც, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი, ცესკო და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ჯგუფის კოორდინირებაზე ზრუნავს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















