
9 ივნისს სასტუმრო რედისონში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმაომდგენლები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორების შეხვედრას დაესწრნენ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის, სტივენ ჰეიკინის, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელმა მაილო სტევანოვიჩმა პროექტის მთარავი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. პროექტიოს მიხედვით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისთვის აუცილებელია სათანადო პოლიტიკის განვითარება, საკანონმდებლო პლატფორმის არსებობა, შედეგების ანალიზი და შეფასებების სისტემა.
ქსც-ს პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ წარმოამდგენლის, სალომე მოდებაძის, შეკითხვაზე, ითვალისწინებს თ არა ეს პროეექტი ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას მაშინ, როდესაც მიწების უდიდესი ნაწილი კაცების საკუთრებაშია, სტევანოვიჩმა აღნიშნა, რომ მიწის რეგისტრაცია ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და, სამომავლოდ, აუცილებელია, ის სწორედ გენდერულ ჭრილში განიხილოს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















