ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი იწყებს დაზარალებულ ოჯახებისთვის ნივთების შეგროვებას
2015-06-15 00:00:00

2015 წლის 14 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ვაკის გამგეობაში, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა მოხალისე ახარისხებს ნივთებს, საკვებს და მთელი გულით ცდილობს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას.

როგორც შევიტყვეთ, ამ ეტაპზე ჰიგიენურ საშუალებებზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია. ტანსაცმელი უკვე საკმარისად მოგროვდა. გთავაზობთ, მოვაგროვოთ ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები ჰიგიენური საფენები, საპონი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი და სხვა საჭირო ნივთები ქალთა საინფორმაციო ცენტრში. შეგროვილ ნივთებს ორგანიზებულად მივიტანთ გამგეობაში, რაც მოხალისეებს მნიშვნელოვნად გაუადვილებს შრომას.

გელოდებით ხვალიდან, 10-18 საათამდე, წინამძღვრიშვილის #40-ში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner