
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ევროპის საბჭოს სემინარი - “სტამბოლის კონვენცია - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ გაიხსნა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქალებზე ძალადობის შესახებ ძირითადმა მომხსენებელმა, საჰიბა გაფაროვამ.
სემინარის სამი ნაწილი სტამბოლის კონვენციის და პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში მისი მნიშვნელობას, ოჯახში ძალადობის კუთხით სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან მისადაგების საკითხსა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხედულებების გაზიარებას დაეთმო.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















