ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2015-06-25 00:00:00

23-24 ივნისს, პროექტის "ქალები, თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლებში ცაცხვი, ერგეტა, ცვანე, კოკი, ჯიხაშკარი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად პრობლემური შემთხვევევბის გამოსავლენად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები: საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი თამუნა თირქია და სოციალური განყოფილების სპეციალისტი ნატალია პაჭკორია იმყოფებოდნენ.

ეს იყო ერთობლივი ვიზიტი, რომლის მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და თემის პრობლემების იდენტიფიკაცია იყო. ბენეფიციარების პრობლემებს ცაცხვების, ერგეტას და ცვანეს თემის ტერიტორიული ორგანოს გამგებლის წარმომადგენლები აცნობდნენ.

თემში გამოვლენილი პრობლემური შემთხვევები ერთი ფანჯრის პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრაზე იქნება განხილული, რომლის ორგანიზებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახები ს ძირითად პრობლემას წარმოადგენს სოციალური დახმარების მიღება.

პრობლემების გადაჭრის გზების მოსაძებნად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უახლოეს მომავალში გაიმართება ერთი ფანჯრის პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით განხილული იქნება აღნიშნული პრობლემები.

შეგახსენებთ რომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 5 ივნისს გამართულ სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემათა გადასაწყვეტად „ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის კონცეფცია“ დაამტკიცა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner