ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის სამუშაო შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით'' ქვემო ქართლში
2015-06-30 00:00:00

29 ივნისს, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით''. შეხვედრის მიზანი იყო თეთრიწყაროში მცხოვრები მოსახლეობის, კერძოდ დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახების მწვავე პრობლემების გადაწყვეტა. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია მამუკა გაჩეჩილაძემ.

საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ბენეფიციარები, თავად წარადგენდნენ პრობლემურ საკითხებს.

განხილულ იქნა 8 შემთხვევა, მათ შორის ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების და საყოფაცხოვრებო ნივთების არქონის საკითხი იყო.

ბენეფიციარებმა მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რომელ სამინისტროს ან უწყებას უნდა მიმართონ პრობლემის მოსაგვარებლად. გადაწყდა, რომ პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება მოსახლეობისა და შესაბამისი სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner