
პროექტის "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის" ფარგლებში 15 ივნისს, ბალღოჯიანის რესურს ცენტრში მონიტორინგის მიზნით "ქალთა საინფორმაციო ცენტრი"–ს ხელმძღვანელი –ელენე რუსეცკაია და პროექტის კოორდინატორი – მაია გრძელიშვილი იმყოფებოდნენ. მონიტორინგის მიზანი იყო სათემო ცენტრისა და ახლად შექმნილი კოოპერატივების მუშაობის შესწავლა. შეხვედრისას სათემო მუშაკისა და სათემო ჯგუფის წევრებთან ერთად პროექტის მენეჯმენტის გიდთან ერთად შეაჯერეს წარმატებები და განიხლეს არსებული პრობლემები. ასევე, შეხვედრაზე კოოპერატივების წარმომადგენლებმა ლელიანში, სათემო ჯგუფ "ლელი"–ში, განიხილეს არსებული პროგრესი და მათი მუშაობა.
შეხვედრის შემდეგ ახლად შექმნილი ბიო–მეურნეობის კოოპერატივი მოინახულეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, სადაც ბოსტნეული, ნესვი და კიტრია დათესილი. მოგვიანებით კი მებოცვრეობის კოოპერატივის საქმიანობები დაათვალიერეს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















