
2015 წლის 21– 24 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციასთან „ფონდ ტასოსთან” თანამშრომლობით, ჩაატარა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და პროექტის ფარგლებში შექმნილი სათემო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგი მიზნად ისახავდა წარმატებული თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებას თემის პრობლემების ადვოკატირების მიზნით. ტრენინგზე ასევე ესწრებოდნენ გენდერული თანასწორობის მრჩევლები ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რომლებსაც თემსა და თვითმმართველობის წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ფუნქცია დაეკისრათ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















