ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ გაეროს ქალთა სტატუსის 58-ე სესიაზე
2014-07-15 00:00:00

ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის 58-ე სესიაზე, აღმოსავლეთ-დასავლეთ ქალთა ქსელი საქართველოდან მისმა წევრმა ორგანზიაციამ, ”ქალთა საინფორმაციო ცენტრმა” წარმოადგინა. ელენე რუსეცკაია და მარიამ რობიტაშვილი აქტიურად ადევნებდნენ თვალს სესიაზე განვითარებულ მოვლენებს და მონაწილებდნენ კონფერენციებსა თუ დამატებით ღონისძიებებში.

"Global fund of Woman"-ის ("ქალთ გლობალური ფონდის") მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, რომელზეც მოხსენებები სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის, რუსეთისა და შუა აზიის წარმომადგენლებმაც გააკეთეს, ელენე რუსეცკაია,  სპეციალური მოხსენებით წარსდგა, მის გამოსვლას დადებითი შეფასება მოჰყვა. ამავე ღონისძიებზე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მიერ, ქალთა აქტივიზმზე მომზადდა. ღონისძიების მონაწილეებმა ქვეყნების გამოწვევებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრეს და საკუთარი გამოცდილებები შეაჯერეს. როგორც შეხვედრისას აღმოჩნდა, მათ მუშაობის სხვადასხვა გამოცდილება, შესაძლებლობები, პრობლემები და გადაჭრისადმი მიდგომები აქვთ, თუმცა, გამოიკვეთა ისეთი საერთო პრობლემებიც, როგორებიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, რელიგიური და ნაციონალური ექსტრემიზმი, არატოლერანტული დამოკიდებულება ქალთა მოძრაობის და ფემინიზმის ღირებულებებისადმი, არსებული კონფლიქტების ნეგატიური ასახვა ქალთა მდგომარეობაზე, მათი დაბალი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ პარტნიორული ქსელების განვითარების აუცილებლობა.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ მონაწილეობა მიიღო საბოლოო დასკვნების განხილვის პროცესებსა და დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რეკომენდაციების შემუშავებაშიც. 

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა სესიაში მონაწილეობა „აღმოსავლეთ-დასავლეთ ქალთა ქსელის“ ხელშეწყობით, ფონდ „კვინა ტილ კვინასა“ და „ქალთა გლობალური ფონდის“ მხარდაჭერით მიიღეს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner