
2014 წლის თებერვალში, OXFAM-ის მხარდაჭერით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის მოსამზადებელ პერიოდს მოიცავდა, გამოიკვეთა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა კოორდინაციის პრობლემა. შეხვედრაზე გადაწყდა ეროვნული სამუშაო ჯგუფის (Task force) შექმნა რომლის მიზანიც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობაა. შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Task Force ჯგუფის კოორდინირებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე NDI-მ აიღო.
სამუშაო ჯგუფის შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახდა საჭირო. მისი ერთ-ერთი მიზანი, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, ერთობლივი პლატფორმის შექმნაა. სამუშაო ჯგუფი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისათვის საქართველოში“, არჩევნების შემდეგაც აგრძელებს მუშაობას. მის შემადგენლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, შედის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, ცესკო და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ჯგუფმა შეიმუშავა საქმიანობის რუკა, რომელშიც Task Force-ში შემავალი 14 ორგანიზაციის მიერ, რესურსების მობილიზებისა და სამომავლო კონსოლიდირებული მუშაობის მიზნით, არჩევნებამდე დაგეგმილი აქტივობები ასახა.
„ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ მხარდასაჭერად, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, შექმნა ლიდერ და პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალთა მონაცემთა ბაზა, სადაც სამიზნე რეგიონებიდან ასზე მეტი ქალის საკონტაქტო ინფორმაციაა თავმოყრილი და მუდმივად განახლების პროცესშია.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















