
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ აქტიურად თანაშმრომლობს "ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან". ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტიურად მონაწილეობდნენ ცესკოს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა შეხვედრებში.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ცესკომ მიმართა ორგანიზაციას, დაგეგმილი ტრენინგების განხორციელების მიზნით, მიეწოდებინა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, ქალი კანდიდატების მონაცემები. „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ კომისიას მონაცემთა ბაზიდან, საინიციატივო ჯგუფის მიერ შერჩეული, 15 აქტიური ქალის შესახებ, ინფორმაცია გადააგზავნა.
ცესკოს კოორდინაცისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა, სოფო სიჭინავამ, ჩაატარა ტრენინგი, რომელიც OXFAM-ის მიერ მხარდაჭერილი პროგამის, „გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების გზით“ ფარგლებში გაიმართა, ტრენნინგიზ მიზანი კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის წევრების გაძლიერება გახლდათ წინააარჩევნო პროცესების შესახებ.
ასევე, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სარაბიძე და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმისა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამიების განყოფილების უფროსი მაია გუდაძე.
USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში, კანდიდატი ქალებისათვის გამართულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ. ტრენინგების მიზანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალების გაძლიერება და ინფორმირებულობა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მსვლელობისას, ჯამში, 40-მდე ქალი კანდიდატი გადამზადდა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
















