
"ქალთა საინფორმაციო ცენტრი", ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და გენდერული კვოტირების საკითხის ლობირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან.
შედგა შეხვედრები საქართველოში აქტიურ, თითქმის, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან და დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გზებიც. მათ შორის, „ქართული ოცნების“, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსათვის", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან.
შეხვედრების შედეგად, პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ და გადაამზადონ ლიდერები ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დახმარებით. მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვეს ნინო ბურჯანაძემ, ხათუნა გოგორიშვილმა, მანანა ნაჭყებიამ, მაგდა ანიკაშვილმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ხათუნა სამნიძემ. მათ აღნიშნეს, რომ საკუთარ პარტიებში მოახდენდნენ გენდერული პრინციპების დანერგვას. ამ მხრივ, განსაკუთრებით, აღსანიშნავია ირაკლი ქადაგიშვილთან შეხვედრა, რომელმაც ხაზი გაუსვა, მათი პარტიის შიდარეგულაციას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო სიაში ყოველი მესამე, ქალი უნდა იყოს.
აღსანიშნავია ახალდარეგისტრირებული პარტია „რეფორმატორები“, რომლებმაც, „ქალთა საინფორმაციო ცენტრს“, შიდაპარტიულ რეგულაციებში, გენდერული მეინსტრიმინგის დასანერგად, თანამშრომლობა შესთავაზეს.
კოალიციამ „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის“ ლობირება გაუწია ერთ-ერთ წევრს, ლია ჩლაჩიძეს, რომელიც ადგილობრივ დონეზე, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველ ათეულში შეიყვანა.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

















