
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეთოდოლოგიურ და საექსპერტო მხარდაჭერას პერმანენტულად ახორციელებს.
შემაჯამებელი შეხვედრის მიზანია ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის ინტეგრაციის შესახებ დასკვნებისა და შედეგების წარდგენა/განხილვა, კარგი პრაქტიკების გაზიარება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროცესში გამოწვევებისა და დაბრკოლებების განხილვა, მიღწეული შედეგების შეჯამება და მდგრადობის უზრუნველყოფა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები/გადაწყვეტილების მიმღები პირები, მათ შორის, პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და საბჭოს წევრი - ანა ნაცვლიშვილი, ასევე, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
გაიმართა ფოტო გამოფენა „შენი ქალაქის ხმა“, რომლის ფარგლებშიც ნათელა გრიგალაშვილისა და ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
ფოტო მასალები ხარაგაულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მომზადდა და მისი მიზანი იყო, არტ-პერფორმანსის მეშვეობით, ადგილობრივი, სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების წარმოჩენა.
პროექტი „შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის - მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტები იყვნენ ქედა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, ხარაგაული, ასპინძა, ხაშური, რუსთავი, გურჯაანი და ყაზბეგი.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

















