ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ეწვია
2023-01-26 15:33:00

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხარაგაულში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ღონისძიება ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტების მენეჯერმა, თეონა ჩიქოვანმა გახსნა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, WIC-ის მიერ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა წარადგინეს ექსპერტებმა: ლელა ხომერიკმა და მაია კუპრავა-შარვაშიძემ. მათ ისაუბრეს კვლევის შედეგებზე, განიხილეს გენდერული კვოტების მექანიზმის გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის სამომავლო გეგმები და მათი მნიშვნელობა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები, გენდერული საბჭოს წევრები და ადგილობრივი თემის ლიდერი ქალები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია კვლევებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კვლევა 5 მუნიციპალიტეტში ჩაატარა (ხაშური, ბოლნისი, ქედა, ზუგდიდი და ხარაგაული).

პარალელურ რეჟიმში გაიმართა ზალიკო სულაკაურისა და ნათელა გრიგალაშვილის მიერ შექმნილი ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრებას, ისტორიასა და მათ ყოველდღიურ გამოწვევებს ასახავს.

კვლევა ჩატარებულია პროექტის ფარგლებში „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში“, რომელიც დანიური ორგანიზცია KVINFO -სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner