ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
WIC-ის ვიზიტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში
2023-01-26 15:40:40

16 დღიანი კამპანიის, ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში,  3 წლიანი პროექტის მიხედვით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში, კვლევა ჩატარდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ინიციატივების წარმოჩენის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული განყოფილების თანამშრომლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ქალთა ოთახის წარმომადგენლები. პროექტის მიზანია, კვლევებზე დაფუძნებული, საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კვლევები საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში, „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში“ ჩაატარა.

პროექტის მხარდამჭერია დანიური ორგანიზაცია KVINFO და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner