ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2023-03-21 11:13:24

20 მარტს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა  გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების  მხარდაჭერას. ამასთან, მათი ცნობიერების ამაღლებას, რათა დამოუკიდებლად შეძლონ პრობლემების ადვოკატირება. 

სამუშაო შეხვედრას, ფასილიტაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია უწევდა. 

ღონისძიება ორ სესიად ჩატარდა. პირველი ნაწილის მომხსენებლი - ექსპერტი, ალექსანდრე სვანიშვილი იყო, ხოლო მეორე სესიას იურისტი, სულხან სალაძე გაუძღვა. 

შეხვედრას სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი, ადგილობრივი თემის ლიდერი ქალები ესწრებოდნენ.

ტრენინგზე მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, თვითმმართველობის უშუალო განხორციელების ფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სახეები, პრობლემების ადვოკატირების  ეფექტური მექანიზმები, ექსპერტული შეფასება ქვეყანაში განვითარებულ აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით და სხვ.

სამუშაო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში  წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები და მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები გააჟღერეს. ამასთან, დამსწრეებს შორის გაიმართა დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც მათ როგორც პირადი, ასევე მუნიციპალიტეტის გამოცდილება გააზიარეს. 

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან მის ფარგლებში  საკვანძო ინფორმაცია და რეკომენდაციები მიიღეს. ამასთან, ეფექტური ადვოკატირებისთვის შესაბამისი სამოქმედო ნაბიჯების განსაზღვრაც შეძლეს.

სამუშაო შეხვედრა კოალიციური პროექტის ფარგლებში, „ქალები, ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისათვის“ ჩატარდა. 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner