29 მარტს, BPW Georgia-ს ორგანიზებით, ტრენინგი “ფემინიზმი და ქალთა უფლებები” გაიმართა. სამუშაო შეხვედრას WIC-ის დირექტორი, ელენე რუსეცკაია უძღვებოდა. ელენემ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოწვევებზე ისაუბრა.
მავნე-წეს-ჩვეულებები და სტერეოტიპები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით და რომლებიც ხელს უწყობს ძალადობას ან ქალთა დისკრიმინაციას, სექსუალური შევიწროება, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა და მისი პრევენცია, - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ტრენერმა შეხვედრაზე განიხილა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა, მათ შორის მარიუპოლიდან და ხერსონიდან, გააზიარეს თავიანთი გამოცდილება, მოსაზრებები და სამომავლო თანამშრომლობის გზებიც დასახეს. პროექტის შესახებ: პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალების ფსიქო-სოციალური გაძლიერება” სამიზნე ჯგუფს 25-დან 50 წლამდე ასაკის უკრაინიდან დევნილი ქალები წარმოადგენენ.
პროექტი კომპლექსურია და მოიცავს როგორც სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების გზით ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას, ამასთანავე მათ ემოციურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არტ-თერაპიის კურსი, ფსიქოლოგთან ვიზიტი, იოგას მასტერკლასი და ხელოვან ქალთა გამოფენის მოწყობა.
პროექტის მონაწილეების ქართულ რეალობაში უფრო სწრაფი ინტეგრაციისთვის, მათი ადგილობრივ კულტურასთან ზიარების მიზნით, დაგეგმილია გასვლითი კულტურული ღონისძიებებიც მცხეთასა და კახეთში. პროექტი “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ხორციელდება.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.