GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პირველი პრემიის ლაურიატები
2019-06-12

8 მაისს, ზუგდიდში, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინიციატოვით გაიმართება ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს.

სრულად

შეხვედრა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანაში
2019-06-12

 2 მაისს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ჩორჩანას მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თხოვნით გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის დროს გამოვლენილი იქნა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების საჭიროებები და პრობლემები, განიხილა მათზე შემდგომი რეაგირების გზები.

სრულად

1325 ლოკალიზაცია: უკრაინის დელეგაციის ვიზიტი ერგნეთში
2019-06-12

2019 წლის 22- 26 აპრილს საქართველოში სასწავლო ვიზიტით უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325-ის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამოქმედო გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია გამყოფ ხაზთან მიმდებარე, სოფელ ერგნეთში ჩავიდა და აგვისტოს ომის მუზეუმი მოინახულა. 

სრულად

1325 ლოკალიზაცია: უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
2019-06-12

2019 წლის 22- 26 აპრილის ჩათვლით საქართველოში სასწავლო ვიზიტით უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს გამოცდილების გაცნობას და გაზიარებას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325-ის - ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - სამოქმედო გეგმების შესრულებასთან დაკავშირებით.

სრულად

1325-ის ლოკალიზაცია: სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში
2019-06-12

 2019 წლის 28 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხების ადვოკატირებას და მათზე შემდგომი რეაგირების გზების პოვნას.

სრულად

ყოჩივარდები გამყოფი ხაზიდან
2019-03-15

7 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გამართა აქცია „ყოჩივარდები გამყოფი ხაზიდან“. აქცია მიზნად ისახავდა საზოგადოების ყურადღების მიქცევას, ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე, საოკუპაციო ხაზიდან 100 მეტრში განლაგებულ, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების საჭიროებებზე. აქციის დაგეგმვამდე , ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ეწვივნენ სოფელ ჩორჩანას და ადგილობრივებს შეხვდნენ. შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ სოფლის მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის წყლის, ინფრასტრუქტურის, გზის, ტრანსპორტის, მობილური კავშირისა და ამბულატორიის. მოსახლეობისთვის ტყე და მინდვრები ერთ-ერთი საარსებო წყაროა, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ რუსმა ოკუპანტებმა ხეებზე ტყეში ყვითელი ნიშნულები გააკეთეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მალე აქ ახალ საოკუპაციო ხაზს გაავლებენ ან მავთულხლართებს გაჭიმავენ.

სრულად

 

<<<   1 2 3 4 5   >>>

გვერდი 2 17 დან

ჩანაწერების არქივი 

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster