ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მონაწილეები გახდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები.
გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებულები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით და კოალიცია "განათლება ყველასათვის -საქართველოში" პარტნიორობით გაიმართა. კონკურსის მიზანი იყო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების აქტუალიზაცია.
2017 წლის 29-30 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
2017 წლის 28-30 ნოემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტებში გამართა ფილმის ჩვენება/დისკუსია.
2017 წლის 20 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
2017 წლის 20 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.