GEO | ENG

ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!

კონტაქტი

ჩვენი საქმიანობა

WIC ამბები

გამოცემები

გუნდი

პარტნიორები და ქსელები

WIC ამბები

ჩვენი მეგობრები

Gender Information Network of South Caucasus

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

WIC ამბები

ტრენინგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 1325-ის სამუშაო ჯგუფებისთვის
2019-03-15

2019 წლის 5-6 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი, რომლის მონაწილეები გახდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 1325-ის სამუშაო ჯგუფის წევრები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმაში გაწერილი რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მერიის, საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები შედიან.

სრულად

ერთად ვეძებოთ გზები
2019-03-15

თბილისის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით, ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ გახსნა.

სრულად

მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის კონცეფცია შეიქმნა
2019-03-15

ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის ეფექტური განხორციელებისათვის ახალი კონცეფციის გაცნობა.

სრულად

1325-ის ლოკალიზაცია: შეხვედრები ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
2019-03-15

27 თებერვალს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვდრები წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან. შეხვედრას ესწრებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე და მერიის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტში 1325-ის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც იმუშავებს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 საკითხებზე.

სრულად

გენდერული სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში
2019-02-20

2019 წლის 13-15 თებერვალს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის თერთმეტი მუნიციპალიტეტის: ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი – საკრებულოში, მერიასა და გუბერნიაში პასუხისმგებელმა პირებმა.

სრულად

1325 ლოკალიზაცია: საკონსულტაციო შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში
2019-02-20

2018 წლის 12-13 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებით, კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდში, სოფელ ხურჩასა და ლიაში გაიმართა და მისი მონაწილეები გახდნენ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა.

სრულად

 

<<<   1 2 3 4 5 6   >>>

გვერდი 3 17 დან

ჩანაწერების არქივი 

წინა გვერდი 

ჩვენი საქმიანობა   I    WIC ამბები   I    გამოცემები   I    გუნდი   I    პარტნიორები და ქსელები   I    კონტაქტი

© Copyright WIC 2019. ყველა უფლება დაცულია.

მასალების გამოყენების შემთხვევაში www.wicge.org და ავტორის მითითება სავალდებულოა

Webmaster