განვიხილვები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და მთავარ გამოწვევების საქმეთა ჯგუფის შესახებ: „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ"
2019 წლის 2 - 8 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და უკრაინის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები. უკრაინის დელეგაცია ეწვია გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს, სადაც შეხვდა მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, ასევე მოინახულა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები.
2019 წლის 4 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, პროექტის „ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში“ ფარგლებში ჩაატარა შეხვედრები.
22 მაისს სსიპ-ქ.რუსთავის (ჟიული შარტავას სახ.) მე-4 საჯარო სკოლაში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა/დისკუსია, რომლის მონაწილები გახდნენ ამავე სკოლის უფროსკლასელები.
13-14 მაისს, თბილისში გაიმართა კონფერენცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციის პროცესი საქართველოში“.
8 მაისს, ზუგდიდში, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ნდობა მშვიდობისთვის“ ინიციატოვით გაიმართება ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონია. ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია არის პირველი ჯილდო საქართველოში მშვიდობის დარგში, რომელიც ზუგდიდში დაიდებს ბინას და ყოველწლიურად გადაეცემა მშვიდობის აქტივისტს.