თბილისის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით, ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა დარჩიამ გახსნა.
ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს, სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის ეფექტური განხორციელებისათვის ახალი კონცეფციის გაცნობა.
27 თებერვალს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვდრები წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან. შეხვედრას ესწრებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე და მერიის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტში 1325-ის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც იმუშავებს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 საკითხებზე.
2019 წლის 13-15 თებერვალს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის თერთმეტი მუნიციპალიტეტის: ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი – საკრებულოში, მერიასა და გუბერნიაში პასუხისმგებელმა პირებმა.
2018 წლის 12-13 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომელიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს ორგანიზებით, კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდში, სოფელ ხურჩასა და ლიაში გაიმართა და მისი მონაწილეები გახდნენ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა.
2018 წლის 11 თებერვალს, იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრები, რომლებიც ეხებოდა გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) განხორციელებას ადგილობრივ დონეზე. შეხვედრები ჩატარდა კოალიციური პროექტის: „ქალები და გოგონები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, სოფელ პერევსა და ქუთაისში.