ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

1 აგვისტოს, ქალთა საინფორმაციო ცენტრში ოფიციალური ვიზიტით შვედი პოლიტიკოსები ევა ფრედრიქსონს, გორან ტომტეს, რობერტ ჰიორნკვისტს და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იმყოფებოდნენ.

30-31 ივლისს, პროექტის "ქალები, თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი საჩხერის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ პერევში. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებთან ერთად მუშაოდნენ პრობლემური შემთხვევევბის გამოსავლენად.

30 ივლის,  ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, შეხვედრა გაიმართა. მისი მთავარი მიზანი, ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება იყო.

30 ივლისს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 57-ე შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას ესწრებოდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი.

29 ივლისს ქალთა სიანფორმაციო ცენტრის ოფისში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

29 ივლისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლელა ქიტესაშვილსა და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარეს მინდია შეთეკაურს შეხვდნენ.

24 ივლისს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმოამდგენელმა ნანა ავალიანმა რადიო 1–ის გადაცემაში "უფლება და თავისუფლება" ადრეულ ასაკში ქორწინებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

21 ივლისს ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემების განხილვა და გადაჭრის ხელშეწყობა. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა.

  49 50 51 52 53 54 55  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner