„ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ახალი პროექტის „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“ ფარგლებში, სამიზნე თემებში ლიდერი ქალების გამოსავლენად ბოლო შეხვედრა 23 ივლისს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში გაიმართა. შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერის საკითხებში ნინო სუხიაშვილიც ესწრებოდა.
21 ივლისს ქარელის რაიონის სოფელ რუისში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმოამდგენლებმა ადგილობრივ ქალებს ახალი პროექტი „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“ გააცნეს.
2015 წლის 20 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგ გარეშე შეხვედრაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 10 ივლისს ე.წ. საზღვართან ბანერების აღმართვის შემდეგ შექმნილი სიტუაცია განიხილეს. არსებულ სიტუაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი სალომე მოდებაძე ადგილზე ეცნობოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო იწყებს მუშაობას თემაზე „გარემოს დაბინძურება და ქალთა ჯანმრთელობა“. პირველი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან 15 ივლისს გაიმართა.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ თანამშრომლებს სალომე ბენიძესა და სალომე მოდებაძეს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის კონკურსში “ქალები როგორც სრულფასოვანი კვების მხარდამჭერები” სიგელები გადაეცათ. სალომე ბენიძეს ბლოგი სახელწოდებით „მარლეტას სოფო“ რომელიც პროფესიით მხატვარ სოფო გორგაძეზეა, რომელიც არქიტექტორ მეუღლესთან და შვილებთან ერთად, კახეთში, სოფელ შალაურში, ექვსი წლის წინ თბილისიდან გადასახლდა და კაფე „მარლეტაში“ გემრიელი საკვებით უმასპინძლდება სტუმრებს.
15-17 ივლისს, ქალთა საინფორმავიო ცენტრი მართავს ტრენინგს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და თანასწორობის პრინციპების ინტეგრირების შესახებ კახეთში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისათვის,რომელიც მიმდინარეობს ლოპოტაზე.
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი" ახალი პროექტის „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“ ფარგლებში 14 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ადგილობრივ ქალებს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ქალებმა იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რაც ამ ეტაპზე აწუხებს მათ თემს.
2015 წლის 14 ივლისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო შეხვედრას "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლები ესწრებიან.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
























