ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

კითხვაზე, რატომ უნდა იყოს თუ არა მეტი ქალი პოლიტიკაში 10 ივლისს ტელეკომპანია იმედის გადაცემაში ‘რეაქცია’ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებმა პარლამენტის წევრებთან დებატები გამართეს.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ლტოლვილთა დღე კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით 11 ივლისს გაიმართა. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო, ღონისძიება 20 ივნისის ნაცვლად სწორედ ამ შაბათს გადმოიტანეს

სოფელ ხურვალეთში, ცენტრალური მაგისტრალიდან 450 მეტრში, მავთლხლართებს მიღმა, 10 ჰექტარამდე ტერიტორიაა მოქცეული. 11 ივლისს ‘მცოცავი ოკუპაციის’ გასაპროტესტებლად, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ადგილზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორიც ჩავიდა. მათი ინფორმაციით, „ადგილობრივ მცხოვრებლებს ორი დღის ვადა მისცეს, რომ მოეთიბათ საკუთარი საძოვრები. დგანან და უკნასკნელად მუშაობენ საკუთარ ბაღებში".

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი" ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით “ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“ რომლის ფარგლებშიც ლიდერი ქალების გამოსავლენად პირველი შეხვედრა 10 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისთავის კულტურის სახლში გაიმართა

2015 წლის 10 ივლისს ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მათი ოჯახების პრობლემების განხილვა და გადაჭრის ხელშეწყობა.

2015 წლის 7 ივლის ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ფონდი ტასოს წარმოამადგენლებმა პროექტის სამიზნე რეგიონებში შერჩეულ სათემო მუშაკებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალთა საინფორაციო ცენტრის ოფისში.

პროექტის “ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, რესურს ცენტრში მონიტორინგის მიზნით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ჭიათურის რაიონის სოფელ ქვემო შუქრუთში იმყოფებიან.

22-24 ივნისს ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის“ ფარგლებში საქართველოში მოქმედი ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიის ჟურნალისტებისათვის, რომელთა საქმიანობის სფეროს კონფლიქტების და სამშვიდობო პროცესების გაშუქება წარმოადგენს, ჩატარდა ტრენინგი – გენდერული თანასწორობა და სამშვიდობო ჟურნალისტიკა საქართველოში.

  51 52 53 54 55 56 57  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner