ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

2015 წლის 21– 24 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციასთან „ფონდ ტასოსთან” თანამშრომლობით, ჩაატარა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და პროექტის ფარგლებში შექმნილი სათემო ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.

პროექტის "ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის" ფარგლებში 15 ივნისს, ბალღოჯიანის რესურს ცენტრში მონიტორინგის მიზნით "ქალთა საინფორმაციო ცენტრი"–ს  ხელმძღვანელი –ელენე რუსეცკაია და პროექტის კოორდინატორი – მაია გრძელიშვილი იმყოფებოდნენ.

29 ივნისს, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი ფანჯრის პრინციპით''. შეხვედრის მიზანი იყო თეთრიწყაროში მცხოვრები მოსახლეობის, კერძოდ დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახების მწვავე პრობლემების გადაწყვეტა. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია მამუკა გაჩეჩილაძემ.

23-24 ივნისს, პროექტის "ქალები, თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლებში ცაცხვი, ერგეტა, ცვანე, კოკი, ჯიხაშკარი. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად პრობლემური შემთხვევევბის გამოსავლენად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები: საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი თამუნა თირქია და სოციალური განყოფილების სპეციალისტი ნატალია პაჭკორია იმყოფებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო საზოგადოებას

2015 წლის 10-13 ივნისს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ლოპოტაზე ჩაატარეს ტრენინგი "გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში" ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებისთვის.

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ევროპის საბჭოს სემინარი - “სტამბოლის კონვენცია - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ გაიხსნა.

2015 წლის 14 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ვაკის გამგეობაში, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა მოხალისე ახარისხებს ნივთებს, საკვებს და მთელი გულით ცდილობს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას.

  52 53 54 55 56 57 58  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner