ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

9 ივნისს სასტუმრო რედისონში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმაომდგენლები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორების შეხვედრას დაესწრნენ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელის, სტივენ ჰეიკინის, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელმა მაილო სტევანოვიჩმა პროექტის მთარავი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. პროექტიოს მიხედვით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისთვის აუცილებელია სათანადო პოლიტიკის განვითარება, საკანონმდებლო პლატფორმის არსებობა, შედეგების ანალიზი და შეფასებების სისტემა.

იქნება, თუ არა პარლამენტში 25%-იანი ქალთა წარმომადგენლობა, დღეს არსებული 11.3%-ის ნაცვლად, სწორედ ამას გულისხმობს ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 10 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე შევიდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაია გრძლიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ქალთა როლი კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“ რომელიც 5-6 ივნისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.

2015 წლის 10-13 ივნისს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ლოპოტაზე ატარებენ ტრენინგს "გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში" ეროვნული თავდაცვის აკადემიის

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი წელს 15 წლის გახდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად 5 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ორგანიზაციამ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

2015 წლის ივნისის თვეში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა შვედურ არასამთავრობო ორგანიზაცია ArtEast–სთან ერთად თანამშრომლობით გამართა სემინართა ციკლი „შექმენი მეტი მუსიკა“.

2014 წლის 3 ივნისს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა (ქსც) და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქსც–ს დირექტორმა ელენე რუსეცკაიამ სტუდენტებისთვის გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

2015 წლის 1 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო" სადაც ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კავკასიიდან, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან.

  53 54 55 56 57 58 59  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner