ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

18 აპრილს „მედიის განვითარების ფონდმა“ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერული მგრძნობელობისა და ქალთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევის მიზანი იყო შეესწავლათ, უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები საკუთარ საარჩევნო პროგრამებში ქალებისათვის აქტუალურ საკთხებს ყურადღებას.

18–19 აპრილს გუდაურში, სასტუმრო მარკო პოლოში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა აშშ–ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალები და ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიღების პროცესში პანკისის ხეობაში“ ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

სასტუმრო რუმსში, ქალთა საინფორამციო ცენტრმა, ამერიკის შეერთბული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის, „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვვის“ პრეზენტაცია შედგა.

გადაცემა "კომუნიკატორი"–ს თემა იყო მოქალაქეთა და ქალთა ჩართულობა რეგიონულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სტუმრად მიწვეული იყვნენ ლელა ქიტესაშვილი, თიანეთის გამგებელი; თათია ვაშაკიძე, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამის" წარმომადგენელი; ნათია კაპანაძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი; ნათია ომაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე.

2015წლის 6 აპრილს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა, რომლის მონაწილეები იყვნენ არასამთავრობო და სათემო ორგანოზაციების წარმომადგენლები.

„გენდერული საინფორმაციო სააგენტო“–ს ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაცია გაიარეს

საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა - ეს იყო ძირითადი თემა კონფერენციისა, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინში შედგა. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს თავდაცვის უწყება გახლდათ. ღონისძიება მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ გახსნა და უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრა.

31 მარტს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გენდერის საკითხებში მრჩევლების ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი ტარდება თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის აკადემიისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.

  54 55 56 57 58 59 60  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner