გადაცემა "კომუნიკატორი"–ს თემა იყო მოქალაქეთა და ქალთა ჩართულობა რეგიონულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სტუმრად მიწვეული იყვნენ ლელა ქიტესაშვილი, თიანეთის გამგებელი; თათია ვაშაკიძე, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამის" წარმომადგენელი; ნათია კაპანაძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი; ნათია ომაძე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე.
2015წლის 6 აპრილს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა, რომლის მონაწილეები იყვნენ არასამთავრობო და სათემო ორგანოზაციების წარმომადგენლები.
„გენდერული საინფორმაციო სააგენტო“–ს ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტში აკრედიტაცია გაიარეს
საქართველოს უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა - ეს იყო ძირითადი თემა კონფერენციისა, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინში შედგა. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს თავდაცვის უწყება გახლდათ. ღონისძიება მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ გახსნა და უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრა.
31 მარტს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში გენდერის საკითხებში მრჩევლების ტრენინგი დაიწყო. ტრენინგი ტარდება თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის აკადემიისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.
13 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით კანონში ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ შესატანი ცვლილებების პაკეტის საჯარო განხილვა მოეწყო. კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის ინიციატორია ქალთა სიანფორმაციო ცენტრი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით პროექტის ”გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით” ფარგლებში.
სწორედ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტაცია და ფოტომასალა გამოიფინა თბილისის საკრებულოს შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობის შედეგად და მომზადდა ღია ბარათები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე თომას მორისვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, გამოფენას ”დამფუძნებელი კრების წევრი ქალები: 1919-1921” გახსნიან. გამოფენა ეძღვნება ქალთა ისტორიის თვეს და პატივს მიაგებს პირველ ქართველ პოლიტიკოს ქალებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში. 1919 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა. შედეგად, დამფუძნებელი კრების წევრად 5 ქალი იქნა არჩეული.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა























