ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

ნიუ-იორკში ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 59-ე სესია მიმდინარეობს. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. ასე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარ ოფისში გაიმართა რეგიონული აქტივისტების შეხვედრა, რომელიც AWID (Association in Women’s right Devopment) ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა. ქალთა საინფრომაციო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრას, რომელიც ირანელი და აფრიკელი სოციალური მეწარმე ქალების პრობლემებს და გამოწვევებს ეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

გენდული თანასწორობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზეიმო მიღებას უმასპინძლა. კვირეულის წლევანდელი სლოგანია „ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება“. 6 მარტს პრეზიდენტის სასახლე მწვანედ განათდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხარს უჭერს დროებითი წამახალისებელი ზომების სახით კვოტირების სისტემის შემოღებას

ალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ნიუ-იორკში გენდერული თანასწორობისათვის მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას საერთაშორისო დონის ვარსკვლავები, გენდერული თანასწორობის ადვოკატირებაში ცნობილი პირები და ათასობით ადამიანი შეუერთდა. ისინი ერთად ლობირებდნენ გენდერულ თანასწორობას. საქართველოდან მარშს ქალთა სანფორმაციო ცენტრის და გენდერული საინფორმაციო სააგენტო შეუერთდნენ.

2 მარტს პროექტის ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის. ამ მემორანდუმის საფუძველზე, სულ მალე გვექნება მეოცე საუკუნის ათიან და ოციან წლებში ქალთა პოლიტიკური აქტივობის ამსახველი დოკუმენტების გამოფენა.

"გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით" აღნიშნული პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის მხარდაჭერით.

19-21 თებერვალს, ყვარელში, პროექტის ”ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში მიმდინარეობდა ტრეინინგი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისათვის. ტრენინგი ჩაატარდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.

3 თებერვალს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვარიანტთან დაკავშირებით.

  56 57 58 59 60 61 62  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner