ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

2-4 თებერვალს ლოპოტაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ოქსფამის პროექტის გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ხელშწყობის გზით ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხში მრჩევლებისთვის გაიმართა ტრენინგი „გენდერული ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“.

12 თებერვალს თბილისში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკითხებზე იმსჯელეს. ამ ჯგუფის წევრია ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

12 თებერვალს თბილისში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული, არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მთავარი მიზანი "ქალები, მშვიდობისა და უსაფრთხოებაზე"-გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სამოქმედო გეგმის განხორციელების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაცია გახდა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა..

22 იანვარს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებმა ესპანელმა მერსე გირბაუმ და ჩეხმა ევა მიხალკოვამ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საჯარო ლექცია გამართეს. ლექციას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

"ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" პანკისელ ახალგაზრდებთან, რეგიონული და ცენტრალური მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ხეობაში არსებულ პრობლემებზე, მათ გაშუქებასა და საინფორმაციო საშუალებებამდე ინფორმაციის მიტანის სპეციფიკაზე ისაუბრა. ტრენინგი ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა.

თბილისში, სასტუმრო "Holiday Inn" -ში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარგდაჭერით ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გამართა.

19-21 დეკემბერს ქალტა საინფორმაციო ცენტრმა ,,ერთი ფანჯრის პრინციპის შემაჯამებელი შეხვედრა“ ჩაატარა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გორიდან, ზუგდიდიდან , საჩხერიდან, თეთრიწყაროდან და მარნეულიდან.

  57 58 59 60 61 62 63  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner