1 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში პროექტის ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ ფარგლებში ღონისძიება თემაზე „ამბები ძლიერ ქალებზე“ გაიმართა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ და კავშირის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარემ, ფილოსოფოსმა, პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილმა წარადგინეს. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას თბილისის და ბათუმის საკრებულოს წევრი ქალები ესწრებოდნენ. როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, ნიშანდობლივია, რომ 2018 წლის ბოლო თემა სწორედ ქალებს ეძღვნებათ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ, როგორც მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეობა მიიღო სემინარში „მცირე ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპები და ბიზნეს გეგმის შედგენა“.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა სასწავლო ვიზიტი. შეხვერის მანაწილეები იყვნენ შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახების ახალგაზრდა წარმომადგენლები.
21-22 ნოემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმარტა ტრენინგი ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტის: ჭიათურა, საჩხერე, ხონი, ხარაგაული - მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა და ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა მერიაში.
19-20 ნოემბერს, ტრენინგში ,,გენდერული თანასწოორბის სამოქმედო გეგმის ხელშეწყობა’’ მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტის: ვანი, თერჯოლა, ბაღდათი, წყალტუბო- მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, გენდერული თანასწორობის სობჭოს წევრებმა და მერიაში ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა.
7 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ასევე იძულებით გადაადგილებული პირები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.