ქალთა საიფორმაციო ცენტრის მისიაა ქალთა გაძლიერება, ქალთა უფლებების დაცვა, საზოგადოების ინფორმირება გენდერული თანასწორობის მისაღწევად და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.
ამ მისიას ვასრულებთ გენდერული საკითხების ადვოკატირებითა და ქალთა აქტივიზმის გაძლიერებით, ინტერსექტორალური თანამშრომლობის გზით ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტატუსის გაუმჯობესებით.
ზემოთმოხსენიებული მიზნების მისაღწევად, ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, როგორებიცაა: ქალები, ახალგაზრდები, ეროვნული უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული პირები, საჯარო მოხელეები და სხვ.
გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით გავაუმჯობესებთ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას და ხელს შევუწყობთ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში, ამის გარანტიას კი გვაძლევს ჩვენი რეპუტაცია, გამოცდილება, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სამართლიანობის პრინციპები, რომელიც ეფუძნება ჩვენს სლოგანს - ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა