დასრულებული პროექტები
„ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“.
2015-07-08 00:00:00

"ქალთა საინფორმაციო ცენტრი" ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს სახელწოდებით „ინფორმირებული საზოგადოება და გენდერული დემოკრატია საარჩევნო პროცესში“.

პროექტის ხანგრძლივობა ექვსი თვეა და მისი მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ინფორმირებულობის გაზრდა ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების რეალიზებისა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის შესახებ შიდა ქართლის რეგიონში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner