
ქალი პოლიტიკოსების გაძლიერება და გენდერულად მნიშვნელოვანი საკითხები, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ,მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებასა და მათ აღჭურვას ისეთი ცოდნით, რომლითაც შეძლებენ ცვლილებების განხორციელებას მათ თემებში და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ტრენინგების მეშვეობით. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა წვლილის ხელშეწყობა, მათი მიღწევების დადებითი პროფილის წარმოჩენა და ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმული პროცესის მხარდაჭერა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
