ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ზალიკო სულაკაურის ერთობლივი არტ-პერფორმანსი კახეთის რეგიონში
2024-07-04 10:41:25

ქალთა საინფორმაციო ცენტრი კახეთის რეგიონს, თელავსა და სოფელ დუისს, ზელიკო სულაკაურთან ერთად ესტუმრა და ადგილობრივ ქალებს შეხვდა. კარიკატურისტმა საკუთარ ნამუშევრებში ასახა ის საჭიროებები და პრიორიტეტები, რომელთა შესახებაც მას თავად ქალებმა უამბეს.

არტ-პერფორმანსის ფარგლებში შექმნილ კარიკატურებზე დაყრდნობით, მომზადდება მასალები, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს წარედგინება. 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს "საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის ინტეგრირებასა და გაძლიერებაში", რომლის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner