"გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" - თემაზე ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" კონტენტ კრეატორების ქსელის წევრების მონაწილეობით. ტრენინგს WIC-ის გენდერის ექსპერტები მამუკა გაჩეჩილაძე და ლელა ხომერიკი უძღვებიან.
ტრენინგის ფარგლებში, რომელსაც ბლოგერები, ვლოგერები, გრაფიკული დიზაინერები, ცენტრალური და რეგიონული მედიების წარმომადგენლები ესწრებიან საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერი, გენდერული როლები და ნორმები, გენდერული სტერეოტიპები და სტერეოტიპების მოქმედების შედეგები. ტრენინგის საკითხებს შორისაა, ასევე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და მისი მიმოხილვა საქართველოს კონტექსტში.
ტრენინგის მეორე დღე დაეთმობა გენდერულ დეზინფორმაციას, გენდერული დეზინფორმაციით გამოწვეულ საშიშროებებს და მის ძირითად სამიზნეებს. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას სექსისტური სიძულვილის ენის და მისი ფორმების შესახებ, რეალური ქეისების განხილვის საფუძველზე. საუბარი შეეხება გენდერული დეზინფორმაციის მავნებლობას ციფრული გარემოშიც და ყურადღება გამახვილდება, ამ კუთხით, მედია წიგნიერების მნიშვნელობაზე.
ტრენინგი ტარდება "ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტების ფარგლებში "გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ" და “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, რომლებიც ხორციელდება ორგანიზაცია ZINC NETWORK-ისა და KVINFO-ს მხარდაჭერით.
We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award
On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.