Women can,
Women act,
Women change!
WIC NEWS
მშვიდობის ელჩი ქალების ქსელის სამუშაო შეხვედრა
2024-07-15 09:39:18

"მშვიდობის ელჩი ქალების" ქსელს, კიდევ არაერთი ქალი და ახალგაზრდა შეუერთდა, რომლებიც კახეთში, ორდღიან შეხვედრას ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახდავდა ქსელის წევრი ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის უფლებების მიმართულებით.

შეხვედრის პირველი დღე გაცნობით აქტივობას "Bring Your Item" დაეთმო, რომლის მთავარი კონცეფცია იყო მონაწილეებს წარედგინათ მათთვის ღირებული ნივთი, რომელიც ასოცირდება მშვიდობასთან და განსაზღვრავს მათ აქტიურ ჩართულობას მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.

შეხვედრაზე დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა და ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქალთა უფლებები, საერთაშორისო კონვენციები, განიხილეს ძირითადი პრობლემური საკითები, რომლებიც გაველნას ახდენს ქალთა უფლებებზე ადგილობრივ დონეზე.

საკითხებს შორის იყო, ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქალთა უფლებების ხელშეწყობაში, ადგილობრივი ქალთა ქსელის საქმიანობის მიმოხილვა და სხვ.

დღის მეორე ნახევარში, მონაწილეები გაეცნენ ახალ საარჩევნო სისტემას. ამასთან, სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერა: თემის ლიდერი ქალებისა და გოგოების/ახალგაზრდების მიერ, თემში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ინიციატივების შემუშავება ჯგუფური სამუშაოების, დისკუსიის და პრეზენტაციის ფორმატში.

ორდღიანი აქტივობა შესრულდა პროექტის ფარგლებში „ქალები და ახალგაზრდების ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხორციელდება.

 

We take great pride in announcing that WIC from Georgia has been bestowed with the esteemed CAREC PROGRAM Gender Award—CAREC GENDER CHAMPIONS 2023. Certainly, it is noteworthy that women's organizations from various countries around the world were nominated for this prestigious award

On July 26, 2019, representatives of the Women's Information Center organized a focus group in Kobuleti Municipality that included local leaders and women entrepreneurs who use / do not use the Women's Room Service.The purpose of the focus group was to evaluate the use of women's room services in the municipality for effective planning of further work.

Right Banner