"მშვიდობის ელჩი ქალების" ქსელს, კიდევ არაერთი ქალი და ახალგაზრდა შეუერთდა, რომლებიც კახეთში, ორდღიან შეხვედრას ესწრებოდნენ. შეხვედრა მიზნად ისახდავდა ქსელის წევრი ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის უფლებების მიმართულებით.
შეხვედრის პირველი დღე გაცნობით აქტივობას "Bring Your Item" დაეთმო, რომლის მთავარი კონცეფცია იყო მონაწილეებს წარედგინათ მათთვის ღირებული ნივთი, რომელიც ასოცირდება მშვიდობასთან და განსაზღვრავს მათ აქტიურ ჩართულობას მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.
შეხვედრაზე დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა და ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქალთა უფლებები, საერთაშორისო კონვენციები, განიხილეს ძირითადი პრობლემური საკითები, რომლებიც გაველნას ახდენს ქალთა უფლებებზე ადგილობრივ დონეზე.
საკითხებს შორის იყო, ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქალთა უფლებების ხელშეწყობაში, ადგილობრივი ქალთა ქსელის საქმიანობის მიმოხილვა და სხვ.
დღის მეორე ნახევარში, მონაწილეები გაეცნენ ახალ საარჩევნო სისტემას. ამასთან, სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერა: თემის ლიდერი ქალებისა და გოგოების/ახალგაზრდების მიერ, თემში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ინიციატივების შემუშავება ჯგუფური სამუშაოების, დისკუსიის და პრეზენტაციის ფორმატში.
ორდღიანი აქტივობა შესრულდა პროექტის ფარგლებში „ქალები და ახალგაზრდების ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხორციელდება.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა