ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ზალიკო სულაკაურის ერთობლივი არტ-პერფორმანსი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
2024-07-26 16:53:35

რა პრობლემები და გამოწვევები აქვთ ქალებს მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში? საჭიროებები, რომელთა შესახებაც ქალებმა მცხეთაში შეხვედრაზე და შემდეგ, გზადაგზა, სოფლებში გვიამბეს ზალიკო სულაკაურის კარიკატურებში ავსახეთ.  

მცხეთიდან და დუშეთიდან არაერთი საინტერესო ნამუშევარი წამოვიღეთ, რეალური პრობლემებით, რომელთა მოგვარებასაც ერთად შევეცდებით. 

WIC-ის გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეტაპობრივად სტუმრობს პროექტის ფარგლებში "საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის ინტეგრირებასა და გაძლიერებაში", რომლის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner