ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის მეორე სამუშაო შეხვედრა
2024-08-01 18:18:17

"მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის" წევრებისთვის, კახეთში, ტრენინგი "გენდერი და გენდერული დეზინფორმაცია" მიმდინარეობს. შეხვედრას დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ესწრებიან, საქართველოს ექვსი სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგს ქალთა საინფორმაციო ცენტრის გენდერის ექსპერტები მამუკა გაჩეჩილაძე და ლელა ხომერიკი უძღვებიან. 

ორდღიანი სესია მიზნად ისახავს ქსელის წევრი ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დეზინფორმაცია, გენდერული დეზინფორმაცია, ცრუ ინფორმაციის მზარდი ნაკადები, ყალბი ამბების ამოცნობა და სხვ. ამასთან, მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. 

ამასთან, შეხვედრა ითვალისწინებს მონაწილეებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, სამშვიდობო ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ტრენინგი ტარდება პროექტის ფარგლებში, „ქალები და ახალგაზრდების ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის დაფინანსებით ხორციელდება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner